Accentnews.ge
მედია – იტალიის მთავრობამ ქვეყანაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს „პერმესოს“ შეტანის ვადა 15 აგვისტომდე გაუხანგრძლივა

მედია – იტალიის მთავრობამ ქვეყანაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს „პერმესოს“ შეტანის ვადა 15 აგვისტომდე გაუხანგრძლივა

16/06/2020 12:09:20 მსოფლიო

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს (6 თვით) ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მიღების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტების („პერმესოს“ ) წარდგენის ვადა 15 აგვისტომდე გაუხანგრძლივა, – იუწყება იტალიური მედია.

მისივე ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

დღემდე „პერმესოს“ შეტანის ვადა 15 ივლისამდე იყო დადგენილი.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლებას მისცემდნენ.

საქმე ეხება იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.

„მიგრანტი მუშახელისთვის გარანტირებული იქნება ჯანდაცვა ადეკვატურ დონეზე. გარდა ამისა, მთავრობის შესაბამისი ბრძანებულება მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს", – განაცხადა იტალიის პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 14 მაისს.

  • ახალი კანონი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლებას მისცემს, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ამ უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა შეძლონ, დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ. შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ 1 ივნისიდან 15 აგვისტომდე შუძლიათ.

პანდემიამ იტალიის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და სადღეისოდ ქვეყანა სოფლის მეურნეობის მოსავლის 25%-ის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S