ფაუჩი: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება არასწორია"
10/06/2020 13:05:57 მსოფლიო
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის სწორი, როდესაც აცხადებს, რომ უსიმპტომო ინფიცირებულიდან Covid-19 ძალიან იშვიათად ვრცელდება", – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
"Covid-19–ით ინფიცირებული ადამიანების 25–40% უსიმპტომოა. ამასთან, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებით ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ახალი კორნავირუსით დაავადონ სხვა ადამიანები. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება, რომ უსიმპტომო ინფიცირებულიდან Covid-19 ძალიან იშვიათად ვრცელდება, არასწორია", – აღნიშნა ფაუჩიმ.
8 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ შემდეგი განაცხადა: "ძალიან იშვიათია, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანმა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მეორე ადამიანს ინფექცია გადასდოს". 9 ივნისს ჯანმო–მ აღნიშნული განცხადების განმარტება სცადა და განაცხადა, რომ "რამდენი ადამიანია, რომელსაც სიმპტომები არ აქვს და დაავადების გამავრცელებელია, ძირითადად უცნობია".


