Accentnews.ge
ჯანმო: "ძალიან იშვიათია, კორონავირუსით ინფიცირებულმა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მეორე ადამიანს ინფექცია გადასდოს"

ჯანმო: "ძალიან იშვიათია, კორონავირუსით ინფიცირებულმა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მეორე ადამიანს ინფექცია გადასდოს"

08/06/2020 19:36:07 მსოფლიო

"ძალიან იშვიათია, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულმა ადამიანმა, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მეორე ადამიანს ინფექცია გადასდოს", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

"მრავალი ანგარიში გვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ. ისინი უსიმპტომო შემთხვევებს მიჰყვებიან და ვერ პოულობენ მეორად გადაცემას. ეს ძალიან იშვიათია“, - განაცხადა კერხოვემ და დასძინა, რომ საჭიროა მეტი გამოკვლევა და მონაცემები იმისთვის, რომ 100%–იანი პასუხი გაეცეს კითხვას, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის ფართოდ გავრცელება უსიმპტომო პირების მეშვეობით.

კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩატარებული კვლევები უჩვენებდა, რომ დაავადების გავრცელება შესაძლებელი იყო ადამიანიდან ადამიანზე მაშინაც კი, თუ ინფიცირებულს სიმპტომები არ ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S