Accentnews.ge
ბოლო 24 საათში COVID-19–ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ესპანეთში

ბოლო 24 საათში COVID-19–ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ესპანეთში

30/05/2020 07:41:18 მსოფლიო

ბოლო 24 საათში COVID-19–ით სომხეთში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ესპანეთში. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ სომხეთში 7 ადამიანი იმსხვერპლა, ესპანეთში კი –2.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19–ით 251 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 127 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 8 927 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3 317 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 367 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000 000–ს გადააჭარბა, 2 680 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 757-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, ხოლო 12 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S