ტრამპი სოციალური მედია–პლატფორმების დახურვით ან რეგულირების გამკაცრებით იმუქრება
27/05/2020 13:49:06 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური მედია–პლატფორმების დახურვით ან რეგულირების გამკაცრებით იმუქრება.
„რესპუბლიკელები“ გრძნობენ, რომ სოციალური მედიის პლატფორმები აჩუმებენ კონსერვატორების ხმებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მკაცრ რეგულირებას შემოვიღებთ ან საერთოდ დავხურავთ მათ. ჩვენ ვნახეთ, რის გაკეთებას შეეცადნენ ისინი 2016 წელს და არ გამოუვიდათ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ასეთი მცდელობა უფრო დახვეწილი ფორმით ისევ მოხდეს“, – წერს ტრამპი "ტვიტერში"პირად გვერდზე.
იხილეთ ასევე: "ტვიტერის" ადმინისტრაციამ მომხმარებელს ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმება ურჩია


