"ტვიტერის" ადმინისტრაციამ მომხმარებელს ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმება ურჩია
27/05/2020 05:51:00 მსოფლიო
"ტვიტერის" ადმინისტრაციამ მომხმარებელს ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმება ურჩია. 26 მაისს ტრამპმა "ტვიტერში" პირად გვერდზე დაწერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფოსტით ხმის მიცემა შედეგების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული. "ტვიტერის" ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის ამ მოსაზრების ქვეშ, ძახილის ნიშნით გამოაქვეყნა მითითება: „მიიღეთ ფაქტები ფოსტით ხმის მიცემის შესახებ“. თუ მომხმარებელი ამ მითითებას მიჰყვება, გაიგებს, რომ დონალდ ტრამპის განცხადება არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა "ტვიტერი" 2020 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში ჩარევასა და სიტყვის თავისუფლების ხელყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი ამას არ დაუშვებს.


