საქართველო "პლაქვენილის" გამოყენებას დროებით აჩერებს
27/05/2020 12:48:09 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო "პლაქვენილის" გამოყენებას დროებით აჩერებს.
„დღეს ფავორიტად მიჩნეული "რემდესივირი", რომელიც ყველაზე იმედისმომცემ პრეპარატად ითვლება მის კვლევებშიც უამრავი გვერდითი მოვლენები ფიქსირდება. არსად არ თქმულა, რომ "პლაქველინი" იყო გარდაცვალების მიზეზი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯგუფი სწავლობს თუ რამდენიმე გართულება იყო, რამდენად სერიოზული იყო და რამდენად არის ეს მიზეზი იმისთვის, რომ პლაქვენილი ამოღებული იყოს ამ კვლევიდან, ჯერ–ჯერობით ის დროებით არის ამოღებული. საქართველოში პლაქვენილი კვლევაში ჩართული არ იქნება, ვიდრე არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
იხილეთ ასევე: ჯანმო–მ „პლაქვენილი“ „სოლიდარობის კვლევიდან“ დროებით ამოიღო


