ჯანმო–მ „პლაქვენილი“ „სოლიდარობის კვლევიდან“ დროებით ამოიღო
26/05/2020 06:10:21 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მედიკამენტი „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) „სოლიდარობის კვლევიდან“ დროებით ამოიღო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ცნობით, სამედიცინო გაზეთ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ადამიანების, რომლებიც „პლაქვენილს“ იღებდნენ, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდებოდა და სწორედ ამ ინფორმაციის გამო, პრეპარატის კვლევებში ჩართვა დროებით შეჩერდა.
ცნობისთვის: „პლაქვენილი“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაში საქართველოც ერთვება. თავდაპირველად 4 მედიკამენტი იყო შერჩეული. ესენია: „რემდესივირი“, „პლაქვენილი“, „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია და „ლოპინავირ/რიტონავირის“ კომბინაცია „ბეტა ინტერფერონთან“.


