Accentnews.ge
გახარია: „შეზღუდვების სწრაფი მოხსნა ვერ იქნება“

გახარია: „შეზღუდვების სწრაფი მოხსნა ვერ იქნება“

19/05/2020 10:45:52 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ერთიანად, სწრაფად ვერ მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა კახეთში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილისიდან, რადგან იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთულია, კახეთსა და რეგიონებში კი ბევრად უფრო მარტივი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკა ფრთხილად უნდა ამოქმედდეს:

„ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთნ ბრძოლა იყოს პრიორიტეტი N1. კახეთში ამის თქმა საამაყოა, რადგან აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. საცოდაობაა ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ მომზადებულ კახეთში, სიცარიელე. ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ავამოქმედოთ ეკონომიკა“.

ცნობისთვის: საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისს იწურება. ცნობილია, რომ მთავრობა პრეზიდენტს ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით არ მიმართავს, მაგრამ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მთავრობას რიგი შეზღუდვების შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S