Accentnews.ge
"ენერგეტიკაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური ინვესტიცია შემოვიდა"

"ენერგეტიკაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი იაპონური ინვესტიცია შემოვიდა"

01/05/2020 14:05:06 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგეტიკული გიგანტური კომპანია "ტეპკო" შემოდის.

"„მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ამ პერიოდში გლობალური ეკონომიკა პრაქტიკულად შევიდა რეცესიაში და ბიზნესაქტივობა არის ძალიან შეზღუდული, ასეთ ვითარებაშიც კი არ შეეშალა ხელი რამდენიმე მსხვილ პროექტს და ინვესტორს, რომ ამ ვითარებაშიც კი მიეღო დადებითი გადაწყვეტილება და შემოსულიყო საქართველოში. ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია ტეპკო შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის ყველაზე დიდი პირდაპირი იაპონური ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში“,- განაცხადა მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ახლა არის შესაძლებლობა, რომ გლობალური პრობლემა საქართველოს შესაძლებლობად იქცეს.

იხილეთ ასევე: თურნავას ცნობით, რიგ უცხოურ კომპანიებს მომარაგების ჯაჭვის ნაწილის ჩინეთიდან საქართველოში გადმოტანა სურთ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S