Accentnews.ge
ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, როგორ მოხდება თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება

ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, როგორ მოხდება თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება

28/04/2020 11:04:41 ეკონომიკა, საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან შემოსავლესბის სამსახურის რეგისტრირებული, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითად: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული პირველადი საგადასახადობ დოკუმენტი – შესყიდვის აქტი, მიღება–ჩაბარების აქტი; საბანკო ამონაწერები, სადაც გამოჩნდება შემოსავლის წყარო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, მუნიციპალიტეტის ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მერ პირზე გაცემული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა – ნებართვა, ლიცენზია, ცნობა; იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა და შემოსავალი.

თვითდასაქმებულები, რომელთაც სამსახური ახალი რიპის კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგონარეობის შემდეგ დაკარგეს, სახელმწიფოსგან 300–ლარიან დახმარებას ერთჯერადად მიიღებენ

იხილეთ ასევე: ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები 300–ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S