
ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები 300–ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ
27/04/2020 12:36:18 საზოგადოება
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში დაკარგეს სამუშაო, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ. მათ შორის არიან ძიები, დამლაგებლები და აშ. დახმარების მიღებისთვის ოჯახის წერილი არაა საკმარისია, აუ ცილებელია იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი.
"ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში, თუ მძღლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი," - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.
ცნობისთვის: თვითდასაქმებულების და არაფორმალურად მშრომელების რეგისტრაცია, მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება.