გერმანია საფეხბურთო ჩემპიონატის გაგრძელებას გეგმავს
21/04/2020 08:56:29 მსოფლიო
გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამო შეჩერებული საფეხბურთო სეზონი სავარაუდოდ, 9 მაისს გაგრძელდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკები შემცირებულია და ჩემპიონატის განახლებაც შეიძლება, ოღონდ მაყურებლების გარეშე.
22 აპრილს გერმანიის საფეხბურთო ლიგის დირექტორი კრისტიან ზაიფერი კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. თუ მხარეები შეთანხმდებიან, ბუნდესლიგის თამაშები 9 მაისს განახლდება და გერმანიის ჩემპიონატი ივნისის ბოლოს დასრულდება.
იზილეთ ასევე: WHO – შეზღუდვების შემსუბუქების მომხრე ქვეყნებს აფრთხილებს: "დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის"


