WHO – შეზღუდვების შემსუბუქების მომხრე ქვეყნებს აფრთხილებს: "დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის"
21/04/2020 06:42:38 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს პანდემიის გამწვავების კუთხით კიდევ უფრო რთული ვითარება ელის.
"დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ეს არის ვირუსი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოდით ავიცილოთ თავიდან ეს ტრაგედია. შეზღუდვების შემსუბქება ეპიდემიის დასასრულს არ ნიშნავს", – განაცხადა WHO–ს გენდირექტორმა იმ ქვეყნების საყურადღებოდაც, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავენ.
იხილეთ ასევე: ევროპის ქვეყნები, რომლებიც 20 აპრილიდან შეზღუდვებს ამსუბუქებენ
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 170 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 480 000–ს გადააჭარბა, 653 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


