Accentnews.ge
„ვინაიდან ხელისუფლება მიეთ–მოეთში ჩაფლული, განგაშის ზარს ექიმებმა უნდა შემოჰკრან!“

„ვინაიდან ხელისუფლება მიეთ–მოეთში ჩაფლული, განგაშის ზარს ექიმებმა უნდა შემოჰკრან!“

16/04/2020 12:28:31 საზოგადოება

მწერალი ლაშა ბუღაძე ექიმებს მოუწოდებს, უფრო მკაცრნი და მკაფიონი იყვნენ საზოგადოებისადმი მიმართვისას, ვინაიდან არსებული საფრთხის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურად არ რეაგირებს.

„ვინაიდან ხელისუფლება ასეთ მიეთ–მოეთში – არამკაფიოობაშია ჩაფლული და შეუძლია, მხოლოდ „დაბალი ღობე“ დაჩაგროს, ამათ კი ვერაფერი გაუბედოს და მხოლოდ ის შეუძლიათ, ხელები ულოღნონ ე.წ. სასულიერო პირებს (ჯერ–ჯერობით მეტს ვერაფერს ვხედავთ), ისევ და ისევ ექიმები, რომელთა იმედზეც ჩვენ ვართ, კიდევ უფრო მკაფიოები უნდა იყვნენ. მათ უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა შემოჰკრან განგაშის ზარს! გუშინ ვუსმინეთ პაატა იმნაძეს და მართლა აფეთქებასავით იყო. როგორც იქნა, ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიო, შემზარავი გზავნილი ექიმისგან საზოგადოებისადმი. ახლა ისინი არიან მხედართმთავრები...გუშინ როგორც ილაპარაკა პაატა იმნაძემ, ასე უნდა იკლაპარაკოს... ვინ ებრძვის ეკლესიას? დავით აღმაშენებელი ეკლესიას დაესხა თავს რუსის–ურბნისის კრება რომ ჩაატარა და თავები დააყრევინა ეპისკოპოსებს და მაღარიერარქებს? თუ წმინდან არ არის აღმაშენებელი?! (მაშინ აღმაშენებელი არ ერქვა, მხოლოდ მე–4 იყო) თუ გალობანი სინანულისანი არ დაწერა?! თუ ანტიქრისტეა?! მაშინ ამათზე მაგრები იყვნენ ეპისკოპოსები – მემკვიდრეობით გადასცემდნენ ერთმანეთს საეპისკოპოსო სტატუსებს. რა სამარცხვინო და დანაშაულებრივი ლაქუცია ეს. ეს რწმენას არ ეხება. ქრისტიანობა გულისხმობს სხვათა გათვალისწინებას, თანაგრძნობას და არა გარეგნულ რიტუალებს. ქართული აღდგომა არ უნდა გადაიქცეს ზეიმად შავი ჭირის დროს! ეს არის განახლების, გადარჩენის, თვითჩაღმავებულობის ზეიმი და არა კატასტროფის და კვდომის“,– განაცხადა მწერალმა და ექიმების მისამართით დასძინა, რომ „მეტი სიბრაზე, მეტი მკაფიოობაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მრევლისთვის ეკლესიები არ დაიხურება. მედიკოსების განმარტებით, მიუხედავად დისტანციის დაცვისა, მოქალაქეები აღდგომის ლიტურგიისას დახურულ სივრცეში 9 საათის განმავლობნაში იქნებიან და ეს ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის. დისტანციის დაუცველობის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები მაისის დასაწყისისთვის ათასობით ინფიცირებულის არსებობას პროგნოზირებენ.

იხილეთ ასევე: ერთდროულად რამდენი მძიმე პაციენტის მართვის რესურსი აქვს საქართველოს

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S