Accentnews.ge
"გავიგოთ, გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია"

"გავიგოთ, გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია"

15/04/2020 18:08:03 საზოგადოება

"დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, დღეს ჩვენ ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, წესებს დაემორჩილონ, რათა დღემდე მიღწეული შედეგი წყალში არ ჩაიყაროს:

"ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ - ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და დღე და ღამეს ათენებდა - მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშბლოს ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი! არ შეიძლება ასე! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და სხვათაშორის, ეს არ ეხება მარტო ეკლესიას: ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, ხომ ხედავთ, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით - თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტა ხანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ ყველამ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში! დარჩით სახლში! არ წახვიდეთ არსად! მოერიდეთ კონტაქტს ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით! ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი! აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S