Accentnews.ge
ერთდროულად რამდენი მძიმე პაციენტის მართვის რესურსი აქვს საქართველოს

ერთდროულად რამდენი მძიმე პაციენტის მართვის რესურსი აქვს საქართველოს

16/04/2020 09:06:35 საზოგადოება

ეპიდემიოლოგები სოციალური დისტანციის დაუცველობის შემთხვევაში საქართველოში მაისის პირველი რიცხვებისთვის ათასობიც კოვიდინფიცირებულის არსებობას ვარაუდობენ, ქვეყანაში კი სასუნთქი აპარატით მხოლოდ 1200 პაციენტის მართვის შესაძლებლობა აქვს.

„გვყავს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ ამ რიცხვების აღქმაც რთულად ხდება: ეს ადამიანები გარკვეული ციკლის მიხედვით ახორციელებენ ჩართულობას. ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ექიმები ყოველდღიურ რეჟიმში ვერ იმუშავებენ, ვინაიდან ექიმსაც სჭირდება თავისი ძილის ფაზის შესრულება, რომ იყოს პროდუქტიური და შეძლოს, უსაფრთხოდ მართოს პაციენტი და ჰქონდეთ ის შედეგები, რომელიც დღეს აქვთ. ამდენად, ეს რიცხვი, თუ მას საშტატო რიცხვში გადავიყვანთ, გაცილებით დაბალია.

რაც შეეხება პაციენტების მართვას, ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება, საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით იმართოს, მხოლოდ 1200–ია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ჯერზე დაფიქსირებული 1200 პაციენტი კლინიკაში მინიმუმ 14 დღეს დაჰყოფს. რაც იმას ნიშნავს, რომ 14 დღის განმავლობაში სხვა პაციენტისთვის რისკი წარმოიქმება, თუ მომდევნოს დასჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფა და შესაბამისად მართვა. ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს სასუნთქი აპარატები. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსების სიმწირე, რომლის ნებისმიერ თანხად შეძენაც წარმოუდგენელია: პროფესიონალები წლების მანძილზე ყალიბდებიან და საქართველოს დღეს მხოლოდ იმდენი რეანიმატოლოგი ჰყავს, რაც დავასახელეთ“,– განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ

ცნობისთვის: ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 262 პაციენტი მკურნალობს, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში ინფიცირებულთა მასობრივ ზრდას პროგნოზირებენ, ვინაიდან ქვეყანაში მასშტაბური შიდაგავრცელების პროცესი უკვე დაწყებულია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მიუხედავად ეკლესიებში დისტანციის დაცვისა, მრევლი დახურულ სივრცეში ცხრა საათის განმავლობაში იქნება თავმოყრილი, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ გამოსცდიან საკუთარ ბედს და ნუ დაუშვებენ, რომ ქვეყანაში იტალიის გამოცდილება განმეორდეს.

იხილეთ ასევე: ექიმი – მოქალაქეებს: "ნუ გაგვიკეთთ იმას, რომ ჩვენც დავიხოცოთ!"

"საქართველომ არ უნდა ნახოს ეს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S