„უკვე ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით გამოწვეული ფინანსური დანაკლისი შევავსოთ“
15/04/2020 15:43:07 მსოფლიო
„უკვე ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით გამოწვეული ფინანსური დანაკლისი შევავსოთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO ) გენდირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აშშ ორგანიზაციის დიდი ხნის მეგობარია და ვიმედოვნეთ, ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვწუხვართ, აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, შეუჩეროს დაფინანსება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ჩვენ უკვე ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა შევავსოთ დაფინანსების შეწყვეტით გამოწვეული ფინანსური დანაკლისი და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი საქმიანობა შეუფერხებლად გაგრძელდეს“, – განაცხადა WHO–ს გენდირექტორმა.
მისივე თქმით, ახლა სოლიდარობის დროა და ის და მისი ორგანიზაცია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზეა ორიენტირებული.
ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) დაფინანსება შეუჩერა.


