Accentnews.ge
ტრამპმა WHO–ს დაფინანსება შეუჩერა: "ამდენი სიკვდილი მათი შეცდომების შედეგია და ორგანიზაციამ პასუხი უნდა აგოს"

ტრამპმა WHO–ს დაფინანსება შეუჩერა: "ამდენი სიკვდილი მათი შეცდომების შედეგია და ორგანიზაციამ პასუხი უნდა აგოს"

15/04/2020 05:41:18 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) დაფინანსება შეუჩერა.

"რეალობა არის ის, რომ WHO–მ ვერ შეძლო ინფორმაციის დროულად მოპოვება და ინფორმაციის დროული გავრცელება. ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და პასუხი უნდა აგოს", – განაცხადა პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან WHO "არასწორი რჩვების გაცემაში" კიდევ ერთხელ დაადანაშაულა:

"ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია. ამდენი სიკვდილი გამოიწვია მათმა შეცდომებმა".

მისივე განცხადებით, ჯანმო-ს რომ სწორად ემოქმედა ჩინეთის შემთხვევაში და გაეკონტროლებინა დაავადება,უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S