Accentnews.ge
რამდენი ლარით დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს – გახარიას კომენტარი

რამდენი ლარით დაეხმარება მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს – გახარიას კომენტარი

14/04/2020 15:00:50 ეკონომიკა, საზოგადოება

ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება 150 ლარზე მეტი იქნება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. მეტსაც გეტყვით, რომ 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია, უბრალოდ ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებაზე იმ ადამიანებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს 150 ლარით დააფინანსებს, გახარია ამბობს, რომ ეს ძველი მონახაზი იყო და ტექნიკური შეცდომის გამო გამოქვეყნდა.

იხილეთ ასევე: IMF– საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S