24 საათში რუსეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 15,1%–ით გაიზარდა
14/04/2020 07:49:20 მსოფლიო
ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 15,1%–ით (2774 შემთხვევა დღეში) გაიზარდა,– ამის შესახებ რუსული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალური მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში 21 102 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 170 გარდაცვლილი.
13 აპრილს ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ვითარება ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ და მთავრობა მოვლენათა ყველანაირი სცენარით განვიტარებას განიხილავს.
იხილეთ ასევე: კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება


