Accentnews.ge
კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება

კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველოს სამეზობლოში არსებული ვითარება

14/04/2020 06:53:06 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 61 049 ინფიცირებული, 1 296 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 148 ინფიცირებული, 12 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1 039 ინფიცირებული, 14 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 18 328 ინფიცირებული, 148 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 119 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 900 000–ს გადააჭარბა, 453 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S