
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა
10/04/2020 14:29:08 რეგიონები, საზოგადოება
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა:მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ,– იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის არის არასრულწლოვანიც. ცნობილია, რომ აღნიშნული პირები 53 წლის კაცის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ირკვევა, რომ კაცს 70–მდე კონტაქტი ჰქონდა.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.