Accentnews.ge
ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

10/04/2020 13:32:10 საზოგადოება

ლენტეხში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა: ქუთაისში გადაგზავნილი 11 ნიმუშიდან ოთხის შემთხვევაში დადებითი პასუხი იქნა მიღებული. ამდენად, ამჟამად ლენტეხში ინფიცირებულია ხუთი ადამიანი. როგორც ირკვევა, ისინი არიან 53 წლის კაცის, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა, ოჯახის წევრები და მასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები. ერთ–ერთი მათგანი არასრულწლოვანია.

„სულ ხუთი შემთხვევაა დადასტურებულია. ეპიდემიოლოგები ამჟამადაც გასულები არიან კარდაკარ შემოვლაზე, თერმოსკრინინგს ახორციელებენ და ეძებენ პირველად კონტაქტებდს“,– გადაცხადა ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

ამ დროიდთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებულია 53 წლის ინფიცირებული მამაკაცის 17 კონტაქტი ცაგერში, სადაც მას სამსახურეობრივი ვიზიტი ჰქონდა და 50 კონტაქტი ლენტეხში. თავად მამაკაცი თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი, მას ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S