ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა
09/04/2020 11:08:23 მსოფლიო
ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა.
9 აპრილს COVID-19–მა 683 ადამიანი იმსხვერპლა და 5700 დაინფიცირდა, 8 აპრილს – 757 ადამიანი დაიღუპა და 6180 დაინფიცირდა.
- 7 აპრილი – 743 გარდაიცვალა და 5478 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 637 გარდაიცვალა და 4 273 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 674 გარდაიცვალა და 6 023 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 809 გარდაიცვალა და 7 026 დაინფიცირდა
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19–მა 15 238 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 152 446, გამოჯანმრთელებულია 52 165.
იხილეთ ასევე: ესპანეთის პრემიერი: „პანდემიის პიკს უკვე მივაღწიეთ, ვგეგმავთ, ნელ–ნელა მოვხსნათ საგანგებო ზომები"
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 88 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 500 000–ს გადააჭარბა, 332 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


