ესპანეთის პრემიერი: „პანდემიის პიკს უკვე მივაღწიეთ, ვგეგმავთ, ნელ–ნელა მოვხსნათ საგანგებო ზომები"
09/04/2020 09:27:47 მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ–მინისტრ პედრო სანჩენსის განცხადებით, ქვეყანამ პანდემიის პიკს უკვე მიაღწია და ახლა ქვეყანაში შემოღებული საგანგებო ზომების ნელ–ნელა მოსხნას აპირებს.
„უკვე მივაღწიეთ პიკს და დეესკალაციის პროცესს მალე დავიწყებთ. ვმუშაობთ, რომ ნელ–ნელა დავუბრუნდეთ ცხოვრების "ნორმალურ წესს", მგარამ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ტიპის "ნორმალური წესი" იქნება ეს".
სანჩენსის განცხადებით, ევროპა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი უნდა იყოს:
„1918 წლის „ესპანური გრიპის“ შემდეგ პირველად, მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. ევროპა ერთიანი უნდა იყოს ახალი კორონავირუსი წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ არ იქნება სოლიდარობა, ევროკავშირი საშიშროების წინაშე დადგება“.
რამდენიმედღიანი კლების შემდეგ ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 2 დღეა, კვლავ გაიზარდა.
8 აპრილს COVID-19–მა 757 ადამიანი იმსხვერპლა და 6180 დაინფიცირდა.
- 7 აპრილი – 743 გარდაიცვალა და 5478 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 637 გარდაიცვალა და 4 273 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 674 გარდაიცვალა და 6 023 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 809 გარდაიცვალა და 7 026 დაინფიცირდა
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19–მა 14 792 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 148 220, გამოჯანმრთელებულია 48 021.


