Accentnews.ge
თემქაზე  კორონავირუსის დადასტურების შემდეგ რატომ არ ჩატარდა დეზინფექცია – კალაძის პასუხი

თემქაზე  კორონავირუსის დადასტურების შემდეგ რატომ არ ჩატარდა დეზინფექცია – კალაძის პასუხი

08/04/2020 11:35:33 საზოგადოება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ყველა სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარება შეუძლებელია. ასე უპასუხა კახა კალაძემ კითხვას, რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ. როგორც კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი აცხადებს, მის კორპუსში ფაქტის დაფიქსირების შემდეგ მერიას მიმართა დეზინფექციის ჩატარების თხოვნით, თუმცა თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. არსებობს ეჭვი, ამ ამ შემთხვევაში ინფიცირების წრარო ლიფტის ღილაკი გახდა.

კალაძის თქმით, თუ იქნება მიმართვა და საჭიროება, რომელიმე ერთი ლოკაციის დეზინფექციისთვის, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. მერის განმარტებით, თემქის შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართვა არ ყოფილა.

ამასთანავე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით ჯამში 50-60 ქუჩაზე ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ქალაქში გზების, ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ, თუმცა აქაც, მე მგონი, ყველასათვის ცხადია, რომ ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ არ არსებობს. მოხდება მხოლოდ იმ ქუჩების დამუშავება, დაახლოებით, 50-60 ქუჩაზეა საუბარი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელიც ყველაზე ხალხმრავალია და მეტი ადამიანი სარგებლობს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S