Accentnews.ge
რა გახდა 17 წლის სტიქაროსანის დაინფიცირების მიზეზი

რა გახდა 17 წლის სტიქაროსანის დაინფიცირების მიზეზი

08/04/2020 08:52:25 საზოგადოება

ახალაგზრდა მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ ტაძარში სტიქაროსნად მსახურობდა, COVID-19 სავარაუდოდ, ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე გადაედო. ინფექციონისტების თქმით, შესაძლოა, ინფიცირების წყარო ლიფტის ღილაკი იყოს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგის მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, ვირუსი ყველაზე დიდხანს რჩება მეტალზე, შესაბამისად, აუცილებელია, დენიფექცია ჩაუტარდეს.

"პიროვნება მხოლოდ სახლში ვერ იქნება, ის დადის პროდუქტებზე, მოძრაობს. ყველაზე დიდხანს ვირუსი შესაძლოა, დარჩეს მეტალზე. ანუ, კარგად დასამუშავებელია მეტალის სახელურები. პაციენტი მიდის სახლში, ამ დროს აჭერს ლიფტის ღილაკს ხელს, შესაძლოა, სწორედ ლიფტის ღილაკი გახდეს ინფექციის წყარო. არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერი ნივთი გახდეს ამის წყარო, ამიტომ პირველი, რაც მოგვეთხოვება არის, რომ დავამუშაოთ ის სივრცე, რასაც ვეხებით", - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

როგორც მეზობლები აცხადებენ, თავდაპირველად, კორონავირუსი დაუდასტურდა 17 წლის სტიქაროსნის ბაბუას.

მათივე თქმით, საცოვრებელს დეზინფექცია საკუთარი სახსრებით ჩაუტარეს.

იხილეთ ასევე: კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანის დედა დეტალებს ჰყვება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S