Accentnews.ge
კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანის დედა დეტალებს ყვება

კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანის დედა დეტალებს ყვება

07/04/2020 17:03:32 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული სტიქაროსანის დედა, რომელსაც ასევე დაუდასტურდა ვირუსი, „ტვ პირველთან“ დეტალებზე საუბრობს. ცნობილია, რომ ინფიცირებულია სტიქაროსანი, დედა, დეიდა და ბაბუა. ბაბუა ამ დროისთვის ხელოვნული სუნთქვის აპარატზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ქალბატონი ინტერვიუში ჰყვება, რომ მას კონტაქტი ჰქონდა უამრავ ადამიანთან და კლინიკას თვითდინებით მიაკითხა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და უბნის ექიმმა კი გამოძახებაზე რეაგირება არ მოახდინა.

„...5 დღის შემდეგ, გუშინწინ მამაჩემს სიცხე მისცა. დავრეკე სასწრაფოში. სასწრაფო იცით რას მეუბნება? „დარჩით სახლში, უბნის ექიმი გამოიძახეთო“. კაცს 40 აქვს სიცხე, თურმე კაცს კორონა აქვს...დავრეკე უბნის ექიმთან, უბნის ექიმმა მითხრა, „ჩვენ სახლში არ დავდივართო“. კორონიანი ქალი ეზოში ჩავედი, ქვეყნის ხალხი შემხვდა. ქუჩაში გავაჩერე ტაქსი. უამრავი ადამიანი მომეხმარა, ძლივს ჩამოვიყვანე მამაჩემი, ჩავაწვინე ტაქსში...“,– აცხადებს ქალბატონი

ქალბატონი ვარაუდობს, რომ მის ოჯახს ვირუსი სავარაუდოდ, მეზობელი ოჯახიდან გადაედო, რომელთაც „კოვიდ–19“ 26 მარტს დაუდასტურდათ და მათ ე.წ. რომანვების კლასტერს უკავშირებენ.

დედა აცხადებს, რომ ინფიცირებულ ოჯახთან მათ შეხება არ ჰქონიათ, თუმცა ისინი კორპუსში ლიფტით გადაადგილდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მან დეზინფექციის ჩატარება მერიას სთხოვა, თხოვნა რეაგირების გარეშე დარჩა.

როგორც ცნობილია, სტიქაროსანი თემქაზე, ერთ–ერთ ტაძარში წირვაზეც იმყოფებოდა. ინფორმაციას თავად ტაძარში ადასტურებენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ თემქაზე ერთ–ერთი კორპუსი საკარანტინო რეჟიმშია გადაყვანილი, ვინაიდან კორპუსში მცხოვრებ სამ პირს ვირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევა დასტურდება, მათგან 46 პაციენტი განიკურნა, სამი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S