Accentnews.ge
მე–4 დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება

მე–4 დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება

05/04/2020 17:25:58 მსოფლიო

მე–4 დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. დღეს 5 აპრილს COVID-19 –ით 525 ადამიანი დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა.

  • 4 აპრილი – 681 გარდაიცვალა 4 805 დაინფიცირდა
  • 3 აპრილი – 766 გარდაიცვალა 4 585 დაინფიცირდა
  • 2 აპრილი – 760 გარდაიცვალა და 4 668 დაინფიცირდა

ამასთან, იტალიაში ინტენსიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტთა რაოდენობა შემცირდა. პარასკევის მონაცემებით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა იტალიაში 4068 იყო, შაბათს – 3994, კვირას – 3 977.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში დაავადებამ 15 887 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 128 948 , გამოჯანმრთელებულია 21 815.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 65 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 200 000–ს გადააჭარბა, 251 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული. 174 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S