Accentnews.ge
რომის პაპმა ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა

რომის პაპმა ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა

05/04/2020 14:25:32 მსოფლიო

რომის პაპმა ფრანცისკემ ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლასთან დაკავშირებულ დღესასწაულს როგორც წესი, პალმისა და ზეთისხილის ხის რტოებით ათობით ათასი ადამიანი ერთად ზეიმობს წმინდა პეტრეს მოედანზე, ხოლო მსვლელობაში კარდინალები, მღვდლები და მორწმუნეები მონაწილეობენ, თუმცა ამჯერად სიმბოლურ პროცესიაში მხოლოდ 20-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ისინიც საზოგადოებრივი დისტანციის დადგენილ ნორმებს იცავდნენ. მესა ტელევიზიით გადაიცემოდა.

„იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“,- ბრძანა რომის პაპმა.

წელს კათოლიკური სამყარო წმინდა აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.

ცნობისთვის: მე–3 დღეა იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.

ბოლო მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 15 362 ადამიანი იმხვერპლა, ინფიცირებულია 124 632, გამოჯანმრთელებულია 20 996.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S