იტალიაში მღვდელმა ბზობის დღესასწაულზე მესა მრევლის წევრების ფოტოებთან ერთად ჩაატარა
05/04/2020 14:48:38 მსოფლიო
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში მღვდელმა ბზობის დღესასწაულზე მესა მრევლის წევრების ფოტოებთან ერთად აღასრულა.
როგორც მამა ჯუზეპე კორბანიმ CNN–ს განუცხადა, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 24 თებერვლის შემდეგ მრევლის გარეშე უწევს ღვთისმსახურების ჩატარება.
„ძალიან რთულია ცარიელ ტაძარში მსახურების ჩატარება. თავს იზოლირებულად ვგრძნობდი და ეს უჩვეულო იყო ჩემთვის. შემდეგ მოვიფიქრე და მრევლის წევრებს დავუკავშირდი და ვთხოვე მათი ფოტოები გამოეგზავნათ. უამრავი ფოტო გამომიგზავნეს, მე ყველა ამოვბეჭდე და მესას მათთან ერთად ვასრულებ“, – განაცახადა მამა ჯუზეპე კორბანიმ.
შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა.
![]()
ცნობისთვის: მე–3 დღეა იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.
ბოლო მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 15 362 ადამიანი იმხვერპლა, ინფიცირებულია 124 632, გამოჯანმრთელებულია 20 996.


