
"ძალიან სწორ გზაზე ვართ" - ტრამპი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ
19/03/2025 16:44:15 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.
როგორც ტრამპი ამბობს, საუბრის დიდი ნაწილი ემყარებოდა ვლადიმირ პუტინთან გუშინდელ კომუნიკაციას.
“ახლა დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. ის დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. საუბრის დიდი ნაწილი ემყარებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განხორციელებულ ზარს, რათა თანხვედრაში მოვაქციოთ რუსეთიც და უკრაინაც მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების მხრივ. ძალიან სწორ გზაზე ვართ, და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მაიკლ უოლცს ვთხოვ, რომ განხილული თემების ზუსტი აღწერა წარადგინონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება,” - წერს ტრამპი.