
ტუაფსეში ნავთობის ბაზა იწვის
14/03/2025 07:15:32 მსოფლიო
კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, შავი ზღვის სანაპიროზე დრონებით იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აალდა ბენზინის ერთი რეზერვუარი, ხანძარი ათას კვადრატულ მეტზე მეტ ფართობზეა გავრცელებული, ადგილზე 120 მეხანძრე და 39 ერთეული ტექნიკა მუშაობს
კონდრატიევის მონაცემებით არავინ დაშავებულა.
დრონებით შეტევა იყო მოსკოვზეც.