
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე თავდასხმის შესახებ მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ იუწყებიან
14/03/2025 06:46:29 მსოფლიო
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე თავდასხმის შესახებ მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ იუწყებიან.
მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის ინფორმაციით, "ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი დრონის განეიტრალება შეძლეს, დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილს სპეციალისტები ადგენენ". ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ტელეგრამის არხი ASTRA თვითმხილველის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მოსკოვის უკიდურეს სამხრეთში, საცხოვრებელი კომპლექსის რაიონში აფეთქება ჩანს.
აფეთქება იყო ბალახიტშიც. ადგილობრივებმა სავარაუდოდ, ჩამოვარდნილი დრონის ნამსხვრევები ნახეს.
საცხოვრებელი სახლის აფეთქების შესახებ იუწყებიან დოლოგომილოვოს რაიონშიც.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტმა მგზავრებისა და რეისების მიღება შეწყვიტა.
ცნობისთვის: მიმდინარე კვირაში, კერძოდ,11 მარტს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქზე სამასზე მეტი დრონით თავდასხმა მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი.