
გარდა კანადისა, უკრაინას დახმარების ახალი პაკეტები გამოაცხადეს ესპანეთმა, შვედეთმა და ფინეთმა
24/02/2025 12:34:39 მსოფლიო
კიევში მყოფმა ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
სანჩესის თქმით, უკრაინა 2025 წელს ესპანეთისგან მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს.
"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა შეუერთდეს ევროკავშირს რაც შეიძლება მალე. რაც არ უნდა მოხდეს უახლოეს თვეებში, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინელი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა", - თქვა მან.
ამავე სამიტზე, უკრაინისთვის ახალი დახმარების შესახებ განაცხადა კანადის პრემიერმაც. ასევე ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა გეგმავს უკრაინას გადასცეს $113 მილიონის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხოლო ფინეთი უკრაინის საპარტნიორო ფონდს (PFRU) 2025-2027 წლებში 4,5 მილიონ ევროს გადასცემს.