Accentnews.ge
ტრუდო: კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 5 მილიარდ დოლარს გადასცემს

ტრუდო: კანადა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან 5 მილიარდ დოლარს გადასცემს

24/02/2025 12:05:11 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ კიევში მიმდინარე ღონისძიებაზე „დაუჭირე მხარი უკრაინას“ პარტნიორებს მოუწოდა, გაზარდონ უკრაინის დახმარება.

მან განაცხადა, რომ კიევი 25 ერთეულ LAV III ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას და სხვა სახის იარაღს მიიღებს. ასევე, კანადა გასცემს უკრაინის დახმარების პირველ ტრანშს 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით.

„ეს არ არის ის კონფლიქტი, რომელიც უკრაინას სურდა ან მისი პროვოცირება მოახდინა. ეს ომი დაიწყო ერთი მიზეზის გამო - რუსეთის სურვილის გამო - წაშალოს უკრაინის ისტორია და გააფართოოს თავისი იმპერიის ტერიტორია. რუსეთის ფედერაციის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მიიღოს ხანგრძლივი მშვიდობა, რისი მიღწევაც შეუძლებელია, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელები არ ისხდებიან“, - აღნიშნა ტრუდომ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S