Accentnews.ge
ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ: დღეს ევროპა კიევშია

ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ: დღეს ევროპა კიევშია

24/02/2025 06:20:18 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ.

მათ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი დახვდნენ.

"რუსეთის სასტიკი შემოჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი", – წერს X-ზე ლაიენი.

კიევში დღეს სამიტი გაიმართება, რომელსაც ევროპული ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. უკრაინის დედაქალაქში 13 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S