Accentnews.ge
„რაზეც მინისტმა ისაუბრა, რეფორმაა, რომელიც საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გატარდეს“

„რაზეც მინისტმა ისაუბრა, რეფორმაა, რომელიც საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გატარდეს“

26/02/2020 14:41:22 ეკონომიკა

„რაზეც ფინანსთა მინისტმა ისაუბრა, ეს არის რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გატარდეს“, – ასე განმარტა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რკინიგზის პრივატიზაციის შესაძლებლობის თაობაზე ივანე მაჭავარიანის დღევანდელი განცხადება.

"რკინიგზის პრივატიზებას მთავრობა არ გეგმავს, არ განიხილება მსგავსი რამ. რაზეც იყო საუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ეს არის ძირითადად რეფორმა, რესტრუქტურიზაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს საერთაშორისო რკინიგზასთან მიმართებაში. მსგავსი ინფრასტრუქტურული საწარმოების და რკინიგზის ევროპული მოდელი ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმას შიგნით, რესტრუქტურიზაციას, როდესაც ინფრასტრუქტურა არის ცალკე გამოყოფილი და სარკინიგზო სერვისები - ცალკე. მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვგეგმავთ რკინიგზის პრივატიზებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S