Accentnews.ge
გვარამია: ვიშლებით ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში, არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას"

გვარამია: ვიშლებით ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში, არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას"

18/11/2024 16:57:20 პოლიტიკა

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ დემოსნტანტებს, სადაც ოპოზიციამ 24-საათიანი აქციის შემდეგ უწყვეტი პროტესტი დააანონსა, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მიმართა.

"ხმა ყველას წაგვართვა "ქართულმა ოცნებამ", ზოგიერთს ფიზიკურადაც. სახელმწიფოებრივად და ისტორიულად სწორია განაცხადება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დიდი მადლობა მას ამისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, არც თბილისის, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი, არამარტო დღევანდელი თაობების, არამედ ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი, ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად აღიარებული პარლამენტი, არამხოლოდ ჩვენი უცხოელი თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის, თბილისის თუნდაც მიერ აღიარებული პარლამენტი",- თქვა გვარამიამ.

ის აქციაზე მიიწვია მოქალაქეები:

"გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას", მის გაყალბებულ პარლამენტს, მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ვარაზის ხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ბათუმის, ქუთაისის და ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. მივდივართ შავი ზღვის გავლით. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ. არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ, არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში. ჩვენი ადგილია აქ. ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი იმიტომ, რომ ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის მომავალიც ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს. თავდაპირველად დაანონსებული იყო 24-საათიანი პროტესტი, თუმცა როგორც ირკვევა, ამ ადგილზე აქცია გაგრძელდება.

"დღეს ვრჩებით აქ" - ჭავჭავაძეზე პროტესტი გაგრძელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S