Accentnews.ge
"დღეს ვრჩებით აქ" - ჭავჭავაძეზე პროტესტი გაგრძელდება

"დღეს ვრჩებით აქ" - ჭავჭავაძეზე პროტესტი გაგრძელდება

18/11/2024 16:51:40 პოლიტიკა

ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24-საათიანი აქციის დრო ამოიწურა.

“ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, გაიზრდება. მიზანი არის შემდეგი - უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით არა მხოლოდ ერთი კერა. დღეს ვრჩებით აქ, სადაც უკვე ვართ - 36 საათი პრაქტიკულად. რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შესაძლებელია, სპონტანურადაც და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენებთ”,- მიმართა დემონსტანტებს მელიამ.

"ვრჩებით აქ. შემდეგი 24 საათი აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე", - თქვა "ერთიანობის წევრმა გიორგი ვაშაძემ:

"სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას. არჩევნებს არა აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის მხრიდან და დღეს, საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ - ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით".

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად გუშინდელი ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს. თავდაპირველად დაანონსებული იყო 24-საათიანი პროტესტი, თუმცა როგორც ირკვევა, ამ ადგილზე აქცია გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S