
ქურდოვანიძე: ქუთაისის აპელაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო
05/11/2024 14:21:49 საზოგადოება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო,- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე იუწყება.
საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არჩევნების დღეს ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევებზე დავობს და ტექნოლოგიურ უბნებზე ხმების ბათილობას მოითხოვს.
თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.