Accentnews.ge
"ჩემი ხმა": სააპელაციო სასამართლომ 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო

"ჩემი ხმა": სააპელაციო სასამართლომ 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო

05/11/2024 07:50:58 საზოგადოება

სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს 15:00 საათზე მისი საჩივრის განხილვა იყო დაგეგმილი.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, სასამართლოში ჩანიშნული სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო.

სადამკვირვებლო კოალიციამ 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით საჩივრები 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა. კოალიციის ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა მისი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. სადამკვირვებლო მისია საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში ასაჩივრებს.

ცნობისთვის: დღეს 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია დაანონსდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S