Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიები ორშაბათს აქციას აანონსებენ: "შევიკრიბებით 19:00 სთ–ზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას"

ოპოზიციური პარტიები ორშაბათს აქციას აანონსებენ: "შევიკრიბებით 19:00 სთ–ზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას"

31/10/2024 16:07:29 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები – "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო" ორშაბათს, 4 ნოემბერს აქციას აანონსებენ.

ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

"ორშაბათს 19:00 სთ–ზე შევიკრიბებით რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას" , – განაცხადა მან.

როგორც კიდევ ერთმა ოპოზციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, "სწორედ ქუჩა იქნება ოპოზიციის გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება".

"ჩვენ გვინდა, მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი, ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს. იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითიც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას.

ასევე, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შტაბში შექმნილია ამ პროტესტის ჯგუფი, რომელიც ხვალვე მოიწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფს, ახალგაზრდებს, არაახალგაზრდებს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა წვლილი შეიტანოს დაგეგმვაში, მათ შორის ამ პროცესის, მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული ადგილი პატივისცემა და ესე ხელიხლჩაკიდებულები რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან", – განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად:

"პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის და ფორმა, რომელიც ჩვენ აუცილებლად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებული, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა".

ამ განცხადებების გაკეთებამდე “ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S