
დონეცკის "სასამართლომ" უკრაინაში მებრძოლ ქართველს დაუსწრებლად განუსაზღვრა პატიმრობა
25/10/2024 10:50:25 საზოგადოება
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეს გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმობა მიუსაჯა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ვერსიით, გიორგი კინოიანი უკრაინაში 2022 წლის მარტში გაემგზავრა და ქართული ლეგიონის რიგებში ჩაეწერა.
გარდა ამისა რუსეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კინოიანმა "რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საბრძოლო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა რისთვისაც 155 000 რუბლის ექვივალენტი ანაზღაურება მიიღო".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა მიუსაჯა ასევე დაუსწრებლად.