Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

21/10/2024 10:55:41 საზოგადოება

რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

"ის შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაშია დამნაშავე". – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში".

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქართველი მოხალისე მეუღლესთან - გელა ბეგლარაშვილთან ერთად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ცოლ-ქმარი ფრონტის ხაზიდან ავრცელებდნენ ვიდეოებს.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა ივანეიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ. ივანეიშვილის მსგავსად სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული უკრაინაში მებრძოლი არაერთი ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S