Accentnews.ge
ლილუაშვილი - სუს-ის ანონსზე: ეს გაკეთდა პრევენციისთვის

ლილუაშვილი - სუს-ის ანონსზე: ეს გაკეთდა პრევენციისთვის

17/10/2024 09:15:21 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უწყების არჩევნების წინ გავრცელებული განცხადება გაფრთხილებაა, რომ პროცესში ჩართულმა პირებმა „წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ“.

საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზე “ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული“ ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე, რომლებმაც ხელოვნური დესტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს.

ამასთან, ამბობს, რომ ჩადაწერები "სუსიდან არ არის".

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუსიდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“,- უთხრა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიას.

სუს-ის განცხადებიდან მალევე იუტუბ-არხზე გამოქვეყნდა, როგორც მითითებულია ბიძინა ივანიშვილის ცოლის ეკატერინე ხვედელიძის სატელეფონო საუბარი. ლილუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, ლილუაშვილმა ზოგადად უპასუხა, „ვისაც შეუძლია“. მისივე თქმით, მოსმენა ან გავრცელება „ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“. მას დეტალები არ დაუზუსტებია.

ეს მორიგი შემთხვევაა, როდესაც სუსი "დესტაბილიზაციაზე" საუბრობს. არც ერთ საქმეს მსჯავრდებული არ ჰყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S