გერმანიის ელჩი: "ნუ წარმოიდგენთ, თუ დაგვშორდებით, ჩვენ დაგედევნებით და შეგევედრებით უკან დაბრუნებას"
08/10/2024 10:21:41 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი განმარტავს, რა გზით არის შესაძლებელი ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ მან გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა აიღოთ ევროკავშირის ყველა კანონმდებლობა. როცა ამას აკეთებ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონია, შენ წევრი ხარ. თუ ამას არ აკეთებ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან ადვილი გასაგებია.
და გთხოვთ, დამიჯერეთ: ჩვენ – ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვწყვეტთ ბლოკს ვინ და როდის შეუერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ", – ხაზი გაუსვა დიპლომატმა.
ამასთან, მან ქართველებს მიმართა და აღნიშნა, რომ "ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30–წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე დგანან".
"თქვენი გადასაწყვეტია. პირად შეხედულებას დავამატებ: ნუ წარმოიდგენთ, თუ ჩვენ დაგვშორდებით, ჩვენ დაგედევნებით და შეგევედრებით უკან დაბრუნებას. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის", – დასძინა მან.
მისივე თქმით, "სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს ვიწრო და ეგოისტური ხედვა".
"ისინი ფიქრობენ: “ჯერ ჩვენ”, ან “მხოლოდ ჩვენ”. მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო თანამშრომლობა. მათ არ აინტერესებთ ევროკავშირის გაფართოება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ევროკავშირში საკმარისი პრობლემები გვაქვს, დამატებითი პრობლემები არ გვჭირდება", – განაცხადა ელჩმა.
ამავე თემაზე: ელჩი - „ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას"


