Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს

გერმანიის ელჩი: არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს

04/10/2024 09:42:21 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოდის შეხსენებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას არავის აიძულებენ.

„ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავის აიძულებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ პირს შეიბრუნებთ - შეიბრუნებთ, მაშინ არ იქნებით ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა ელჩმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანი მხოლოდ ხალხმა უნდა გააკეთოს:

„არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მთავრობა გყავდეთ მომავალში და როგორი მიმართულებით გინდათ ქვეყანა წავიდეს. ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია“.

მანამდე ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ეს ღირებულებები დიაკუსიას არ ექვემდებარება და რომ ეს, შეთანხმებაში ასახული ღირებულებებია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები.

"გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველო ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომლებიც ამ ნორმების ერთგული იქნება".- თქვა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S