Accentnews.ge
ელჩი: თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

ელჩი: თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

04/10/2024 08:59:00 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დემოკრატიული პრონციპების პატივისცემის გარეშე, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. თავად არჩევანი კი ქართველი ხალხის ხელშია - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა სურს, ჰყავდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესით, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულთან“, - აღნიშნა ელჩმა.

ის გამოვიდა შეხსენებით, რომ ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ეს ღირებულებები დიაკუსიას არ ექვემდებარება და რომ ეს, შეთანხმებაში ასახული ღირებულებებია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები.

"გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველო ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომლებიც ამ ნორმების ერთგული იქნება.

ნება მომეცით, ღიად ვთქვა: თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომელიც ევროკავშირის როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომავალმა წევრებმა მკაცრად უნდა დაიცვან“, - თქვა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S